24 მარტი 2025,   01:58
ვრცლად
მოსწავლე, რომელმაც ჩარგლის სკოლა დახურვას გადაარჩინა - თბილისიდან სოფლად დაბრუნებული ოჯახის ისტორია

დახურვას გადარჩენილი სკოლა ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში. რამდენიმე წლის წინ ჩარგალში სკოლა მოსწავლეებისგან დაიცალა, შესაბამისად ის დახურვის წინაშე აღმოჩნდა.

მამა ლაზარე სასულიერო პირია, რომელიც ამ სკოლაში მათემატიკას ასწავლის. გადაწყვიტა, რომ ვაჟა-ფშაველას სოფელში სკოლა არ უნდა დახურულიყო, ამიტომ სასწავლებლად ერთადერთი მოსწავლე, საკუთარი შვილი ჩაიყვანა.

მისი ოჯახი დედაქალაქში ცხოვრობდა, თუმცა ქალაქიდან სოფელში გადასვლა განსაკუთრებული სირთულის არ აღმოჩნდა. დღეს ამ სკოლას უკვე 3 მოსწავლე ჰყავს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი პირველად პირველკლასელიც მიიღო.

ავტორი: ანი გენებაშვილი 

დღის ამბები