
რამდენიმე საათის წინ, ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. 1000-ზე მეტი სპორტსმენი ერთმანეთს ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეეჯიბრებიან, მათ შორის, ქართველი მხოლოდ 8 მონაწილეა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ამრიგად, საქართველო ევროპაში მერვე ქვეყანაა, რომელსაც ჩატარებული აქვს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
ცერემონია საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა.