
This is a modal window.
დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა USAID კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს "კორუმპირებული" და "არაკომპეტენტური" უწოდა.
ტრამპმა დაადასტურა ისიც, რომ მისი ვალდებულებაა მსგავსი ორგანიზაციების ზედამხედველობა და რომ კონტროლი გაგრძელდება, მათ შორის - განათლებისა და სამხედრო სფეროებზე.
თემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც. ილონ მასკის თქმით, USAID-ი ბევრ ღირსეულ რამეს აკეთებს, თუმცა "საეჭვო გზებით".