The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაიწყო სამართლის საქმის არსებითი განხილვა. სხდომას დაკავებულის მხარდამჭერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობის აქცია გამართეს და მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება