17 მარტი 2025,   12:13
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ოფიციალური ინფორმაციით, დაბა ჩაქვში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმს აახლებენ, ფიჭვნარში ახალი ზღვისპირა პარკი ეწყობა, სოფელ გვარაში კი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქობულეთის განვითარებისთვის ახალი ბულვარის გაგრძელება, მისი მშენებლობა და წელს ქობულეთს დაემატება 1კმ-ზე მეტი ახალი სანაპირო ზოლი, რომელიც მოწყობილი იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და იქნება თანამედროვე დასვენების ადგილი როგორც ქობულეთელებისთვის, ასევე რა თქმა უნდა სტუმრებისთვის", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები