18 მარტი 2025,   03:00
ვრცლად
"რასაც შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე წლების წინ ამბობდნენ, ახლა უკვე პრეზიდენტი ტრამპი, ილონ მასკი და სხვა მაღალჩინოსნები ამბობენ" - ლადო ბოჟაძე USAID-ზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამოკიდებულება USAID-ის მიმართ აქტუალობას არ კარგავს. დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის გუშინდელ განცხადებას, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია არაკომპეტენტური და კორუმპირებულია, თბილისში ეხმაურებიან.

      ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს საკითხი ამერიკის შიდა პოლიტიკური თემაა და მას საქართველოსთან კავშირი არ აქვს.

      "USAID-ისა და ტრამპის ურთიერთობა ამერიკის შიდა პოლიტიკური საკითხია და ამას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამერიკა სტრატეგიულად თანამშრომლობს იმ ქვეყანასთან, რომელიც იცავს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და ნებისმიერ რეჟიმთან სტრატეგიულ პარტნიორობას ის არ დააპირებს, რომელიც ამ ყველაფერს არღვევს," - ამბობს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე.

      მმართველი გუნდი კი თეთრი სახლის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ USAID-ი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობდა.

      "რასაც შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე წლების წინ ამბობდნენ, ახლა უკვე პრეზიდენტი ტრამპი, ილონ მასკი და სხვა მაღალჩინოსნები ამბობენ.

      ფაქტები და მტკიცებულებები არსებობს. ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და კარგია, რომ ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, ახლა უკვე ფაქტებით არის დადასტურებული," - აღნიშნავს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე.