
This is a modal window.
"იბის თბილისი სითი" - თბილისში, კერძოდ კი ორთაჭალაში, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ობიექტი 156 ნომერზეა გათვლილი. ის დეველოპერულმა კომპანია "არქი ჯგუფმა" ააშენა და მასში 45 მილიონი ლარი ჩადო.
სასტუმროში განთავსებულია რესტორანი, ბარი, ასევე საკონფერენციო დარბაზი, რომელსაც ერთდროულად 100-მდე სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.
სასტუმროს გახსნას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო.
"ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა დედაქალაქში, ორთაჭალაში, რომელიც ისტორიული უბანია. აღნიშნული სასტუმრო 156 ნომერზე არის გათვლილი. 50 ადამიანი მუდმივად დასაქმებული იქნება. ზოგადად ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, ასევე ამ ქალაქის მცხოვრებ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს", - აცხადებს თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.