19 მარტი 2025,   06:36
ვრცლად
"საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის" - ლევან მგალობლიშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანა მარია შიკოსთან გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე.

      აფხაზეთის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

      ლევან მგალობლიშვილი ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკური კურსისა და პროცესში აფხაზეთის საკითხის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

      "გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ ჩვენ მთავარ ამოცანად კვლავ რჩება აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ევროკავშირში შესვლა, ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით და საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.