19 მარტი 2025,   23:55
ვრცლად
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჯერ სრულად არ არის მზად, მოგწონთ თუ არა ეს, მეგობრებთან ერთად მოწინააღმდეგებსაც უნდა ელაპარაკოთ - გენერალი კიტ კელოგი

დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჯერ სრულად არ არის მზად - საკითხზე გენერალმა კიტ კელოგმა ისაუბრა, ტრამპის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მხოლოდ 25 დღეა და გეგმის დამუშავებას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება. როგორც უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, ომის დასასრულებლად საჭიროა პუტინის მოლაპარაკებებში ჩართვა.

"მხოლოდ 25 დღეა, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ. დაახლოებით, კიდევ 30 დღე მოგვეცით. მოგწონთ თუ არა ეს, მეგობრებთან ერთად მოწინააღმდეგებსაც უნდა ელაპარაკოთ. ბაიდენისგან განსხვავებით, რომელსაც პუტინთან სამი წლის განმავლობაში არცერთხელ უსაუბრია, ჩვენ უკვე გვაქვს მასთან კონტაქტი.

გვჭირდება ყოვლისმომცველი გეგმა, რომელზეც მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ. გეგმის ჩამოყალიბება კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი. ჩემი აზრით, ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი აუცილებლად იქნება. ჩვენი მიზანია, დავარღვიოთ პუტინის ალიანსი ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და ჩინეთთან. ოთხი წლის წინ, არცერთი ეს ალიანსი არ არსებობდა", - აცხადებს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კიტ კელოგი.

დღის ამბები