10 აგვისტო 2026,   14:56
ვრცლად
2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის "ბაფტას" გამარჯვებულები ცნობილია

2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის "ბაფტას" გამარჯვებულები ცნობილია.

საუკეთესო ფილმი ედვარდ ბერგერის "პაპის კონკლავი" გახდა. ფილმში, არაერთ ცნობილ მსახიობთან ერთად, მერაბ ნინიძეც მონაწილეობს. ფილმმა ყველაზე მეტი - 12 ნომინაცია მოიპოვა, ის ასევე დასახელდა საუკეთესო ბრიტანულ ფილმად და, საერთო ჯამში, ოთხი ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისა და მონტაჟისთვის. ფილმი წარდგენილია 2025 წლის "ოსკარის" დაჯილდოებაზეც.

საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის "ბრუტალისტი". ამავე ფილმისთვის, საუკეთესო კაცი მსახიობის ტიტული ერგო ედრიენ ბროუდს, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გამარჯვებული მაიკი მედისონი გახდა.

ფილმი "ემილია პერეზი" საუკეთესო უცხოენოვან კინოსურათად დასახელდა.

დღის ამბები