
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კიტ კელოგი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
"მოვისმენთ. ჩვენ მზად ვართ გავიღოთ ის, რაც საჭიროა. ჩვენ გვესმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ჩემი მისიის ნაწილია - მოსმენა. შემდეგ მე დავბრუნდები შეერთებულ შტატებში და დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდე, რომ ჩვენ ყველაფერი სწორად გავიგეთ“, - თქვა კიტ კელოგმა კიევის რკინიგზის სადგურზე გაკეტებულ განცხადებაში.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, მას სურს რომ კელოგი ფრონტის წინა ხაზზე, სამხედროებთან შესახვედრად წაიყვანოს. ზელენსკიმ ასევე დააანონსა, რომ მასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ "ვრცელი საუბარი" ექნება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კელოგის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ მიღწეული იქნება შეთანხმება, თუ როდის შეძლებს ის შეხვდეს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.