თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი დაიყო. რამდენიმე წუთის წინ, დაკავებულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს შენობაში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ზომებით შეიყვანეს.
დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. საქმე გრიფირებულია. შესაბამისად, პროცესი დაიხურა. სხდომის დაწყებამდე მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, პროკურატურა ორივე დაკავებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას მოითხოვს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.
სუსის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებიდან ამოიღეს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საბრძოლო მასალა, ელექტრონული მოწყობილობები და ფული.