აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, "ჩაფიძის გულის ცენტრში" აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
კარდიოლოგიური კვლევის სრული მომსახურება მიიღეს, ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებმა.
მსგავს აქციებს აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.