დიდთოვლობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა. კახეთის რეგიონში მეხუთე დღეა დიდთოვლობაა. ამ დრომდე, შეზღუდვებია ვაზიანი - გომბორი - თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თელავში, რამდენიმესაათიანი დაგვიანებით დაიწყო მუშაობა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. ცენტრალური მაგისტრალები გაწმენდილია, მაგრამ მოძრაობა შეფერხებულია შიდა საუბნო გზებზე.
"მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაწმენდილია ყველა მთავარი გზა, ასევე, იწმინდება შიდა სავალი გზებით. დღეის მდგომარეობით, აღდგენილია მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მარშრუტი - როგორც აკურის, ისე იყალთოსა და ნაფარეულის მიმართულებით. დილიდან იყო შეფერხება ძლიერი ყინვის გამო და ტრანსპორტმა გადაადგილება დაიწყო რამდენიმე საათის დაგვიანებით. ამ წუთის მდგომარეობით, ვაზიანი - გომბორი - თელავის საავტომობილო გზაზე არის შეზღუდვა, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო გამავლობისათვის და ამინდიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მდგომარეობა შეიცვალოს და დასაშვები იყოს გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის", - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.