13 აგვისტო 2026,   03:56
ვრცლად
"თამარის გზატკეცილზე დაზიანდა მაგისტრალური წყალსადენის მილი, მიმდინარეობს შეკეთების სამუშაოები" - ბათუმის მერი

სტიქიას ებრძვიან აჭარაში - ხულოში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა მეტრ-ნახევარს გადააჭარბა, იწმინდება გზები. შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთიდან 9 თვის ორსული გამოიყვანეს. მის დასახმარებლად სპეციალისტებმა სახლამდე მისასვლელი გზა გაჭრეს.  

ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმშიც, სადაც ტექნიკა და ცოცხალი ძალაა ჩართული.  

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ უხვმა ნალექმა გამოწვწვები შექმნა ენერგო მიმართულებითაც. 

"მეექვსე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ჭარბი თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამავდროულად, გუშინ დაზიანდა თამარის გზატკეცილზე მაგისტრალური წყალსადენის ათასიანი მილი. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მილის შეკეთების სამუშაოები. დაახლოებით ათი ათასამდე აბონენტს დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეეზღუდება წყალმომარაგება, მაგრამ დღის ბოლომდე აღდგენითი სამუშაოები იქნება დასრულებული. ასევე, რიგი გამოწვევები არის ენერგომიმართულებით. მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში დაახლოებით 150-მდე აბონენტს ამ ეტაპისთვის არ მიეწოდება შუქი. მომდევნო საათების განმავლობაში შემცირებული მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღვადგინოთ სატრანსპორტო მიმოსვლა და ცენტრალურ მაგისტრალებზე გაწმენდილი იქნას როგორც საკვანძო ქუჩები, ასევე პარალელური და მეორე ხარისხოვანი ქუჩები," - ამბობს არჩილ ჩიქოვანი.

 

ავტორი: სიმონ შანავა

 

დღის ამბები