10 აგვისტო 2026,   16:05
ვრცლად
თოვლის გამო შიდა ქართლში საგანგებო მდგომარეობა არ შექმნილა - ყველა მუნიციპალიტეტში იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი

თოვლის გამო, შიდა ქართლში საგანგებო მდგომარეობა არ შექმნილა. ყველა მუნიციპალიტეტში იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფლებშიც.

ქარელის მუნიციპალიტეტში მერის განცხადებით, 3 მიმართულებით იწმინდება გზები, მათ შორის - მაღალ მთაში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებამდე მისასვლელი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს. დენის მიწოდება ავარიულად გათიშულია 3 სოფელში.

რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, აქ მიმოსვლა, ავტობანის მცხეთა-სურამის მონაკვეთზე, შეუზღუდავად მომდინარეობს.

დღის ამბები