სტიქიის ზონაში უკვე მუშაობენ თავდაცვის ძალები - დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ჯარი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღეს გაიგზავნა.
ყველაზე რთული ვითარება გურიაშია - აქ თოვლის საფარმა მეტრ ნახევარს გადააჭარბა. რეგიონში გადაადგილება პრობლემაა, განსაკუთრებით, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი. თოვლმა დააზიანა სახურავები.