აქტიურად გრძელდება საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით. თოვლის საფარისგან იწმინდება რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის გზები.
"ცენტრალურ გზებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით პროტოკოლის შესაბამისად წესდება შეზღუდვები მლეთა-გუდაური გუდაური-კობის მიმართულებით, სადაც ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მუნიციპალიტეტებს მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩენთ შესაბამის დახმარებას", - აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.