10 აგვისტო 2026,   11:23
ვრცლად
დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას - სპეციფიკური სამედიცინო დახმარების საჭიროების მოქალაქეები კი სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ სამედიცინო სერვისების მიწოდებას. მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.

დღის ამბები