08 აგვისტო 2026,   13:46
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრმა ზუგდიდის მერის სტიპენდიატებს უმასპინძლა

ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრმა ზუგდიდის მერის სტიპენდიატებს უმასპინძლა. სტიპენდიატების მიღების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად დაესწრო.

მიმდინარე სასწავლო წლის მერის სტიპენდია 104  სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდა 80 ახალგაზრდა. მერია სტუდენტებს საქართველოს აკრედიტირებულ უნივერსიტეტებთან ერთად უცხოეთშიც აფინანსებს. 2024 წელს ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტმა 2 მილიონ ლარამდე დახარჯა.

დღის ამბები