08 აგვისტო 2026,   20:13
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო - ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი

"18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა. ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი - ეს არის ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება, და მეორე - დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა 2008 წლის 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა და აღნიშნა, რომ როდესაც ჯარისკაცები ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, საბჭოს წევრები "ხითხითებდნენ და ხორხოცებდნენ".

"რეჟიმის, რომელმაც საქართველო მაშინ ამ ომში შეიყვანა, რომელმაც შემდეგ დაჭრილი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, მშვიდობიანი მოსახლეობა ბრძოლის ველზე მიატოვა და თვითონ დაკავებული იყვნენ იმ დღეებში, რასაც ჩვენ ვხედავდით, ღლიცინით, ანგლობით. გახსოვთ თქვენ 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, მაშინ როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მტერს ებრძოდნენ, ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, როდესაც ჩვენი მოსახლეობა მიტოვებული და შეტოვებული იყო ბრძოლის ხაზს მიღმა, სააკაშვილი, ბოკერია, მაშინდელი უშიშროების საბჭოს წევრები ხითხითებდნენ, ხორხოცებდნენ და ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ის სურათი, რაც მაშინ მთელმა საქართველომ დაინახა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები