მონტენეგროში მიმდინარე მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატის მეხუთე ტური ყველა ქართველი მონაწილის გამარჯვებით დასრულდა!
კესარია მგელაძემ ფიდეს სახელით მოასპარეზე ანა ჟუროვა დაამარცხა და პირველობა ინაწილებს: აიან ალახვერდიევასა (აზერბაიჯანი) და უმიდა ომონოვასთან (უზბეკეთი) ერთად.
მეექვსე ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ალახვერდიევას დაუპირისპირდება.
სომხეთის წარმომადგენელ, ანი ავეტისიანს მოუგო ანასტასია კირთაძემ და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. მომდევნო ტურში ანასტასია ანა ჟუროვას შეხვდება.
თავისზე გაცილებით დიდი რეიტინგის მქონე, ინდოელი დიდოსტატი ა. რ. ილამპარტი დაამარცხა ლუკა კილაძემ და შემდეგ ტურში ედგარ მამედოვთან (ყაზახეთი) ითამაშებს.
ასევე ინდოელ მოჭადრაკეს არჟუნ არდირედს მოუგო აკაკი ყალიჩავამ და მეექვსე ტურში სიმონ ლამაზეს (საფრანგეთი) დაუპირისპირდება.