დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები, პოლიცია, სამხედროები – ერთობლივი ძალისხმევით, გურიაში აქტიურად იწმინდება გზები. მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები მიეწოდება.
გურიაში, ნაწილობრივ აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. გრძელდება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაც.
"სამუშაოები ნამდვილად იყო. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, 8 და 10 წლის. პირადად მე რომ დამჭირდა ბავშვებისთვის პროდუქტი, დამხვდნენ ჯარის ბიჭები, საით მიბრძანდები ბატონოო... მეთქი, ასეთი პრობლემა მაქვს... ჩამისვა იმ ხალხმა მანქანაში, ჩამიყვანა ბოლომდე, დამელოდა, მაყიდვინა, რაც მინდოდა და ჩამომიყვანა უკან. მე არ ვემდური ამ ხალხს. აგერ ვცხოვრობ... გზა გაწმენდილია", - ამბობს ადგილობრივი.