10 აგვისტო 2026,   11:55
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

ვებერის, მოცარტის, ბრუხისა და ჩაიკოვსკის უკვდავი ნაწარმოებები კონსერვატორიის დიდ დარბაზში კიდევ ერთხელ გაჟღერდა. ახალგაზრდა მუსიკოსებს დავით მუქერია დირიჟორობდა.

სტუდენტური ორკესტრი ოციან წლებში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ, თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური ცხოვრების მემატიანეა. 2020 წლიდან ახალი - დასავლეთში წარმატებით აპრობირებული და ამჟამად მოქმედი მოდელით მუშაობს. პროექტის ფარგლებში ორკესტრმა 10-დან 14 დღეში უნდა შეისწავლოს ახალი პროგრამა და ამ ვადების გათვალისწინებით, სემესტრში ორი ღონისძიება გამართოს.

სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი აუდიტორიის წინაშე დღეს წარსდგა. ღონისძიება უკვე 5 წელია იმართება და საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარებას პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები