კურორტ "გოდერძის" ესპანელი, იტალიელი და ებრაელი ინფლუენსერები სტუმრობენ. აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებიან ის ევროპელი მოთხილამურეებიც, რომლებიც გაუკვალავ თოვლში სრიალებენ.
სტუმრები "გოდერძიზე" არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებს გაეცნენ და თავადვე გამოცადეს სათხილამურო ტრასები. ინფლუენსერებმა ადგილობრივი კერძებიც გასინჯეს და მათი მომზადების მასტერკლასებში მონაწილეობა მიიღეს.
სამთო-სათხილამურო კურორტზე ისინი წელს პირველად, აჭარის ტურიზმის
დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ.