თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი უნდა დაიწყოს. მათ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დაშვების საკითხზე იმსჯელებენ, დღესვე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება.
ამის შემდეგ, უკვე საქმის არსებითი განხილვები უნდა დაიწყოს. სასამართლოსთან შეკრებას გეგმავენ დაკავებულების ახლობლები და გულშემატკივრები.