შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, "კრაბ კოფის" თანამშრომლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებიან, თავს დაესხნენ, ინფორმაციას ავრცელებს.
"თბილისში, ერთ-ერთ უბანში, "კრაბ კოფის" თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.