10 აგვისტო 2026,   11:37
ვრცლად
სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ცხრა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა. დაკავებულების პატიმრობაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა.

დღეს სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულების ნაწილმაც. მანამდე კი ადვოკატებმა მოსამართლის და პროკურორების აცილების შუამდგომლობები დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. დღევანდელ პროცესზე ხმაურიც იყო.

ერთ- ერთი ბრალდებული, ჯანო არჩაია მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა, რაც იმას ნიშნავს რომ დამსწრეები დარბაზში დღეს ვეღარ შევლენ.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები