16 მარტი 2025,   13:55
ვრცლად
"ძალიან მაწუხებს ბრძოლის ველი, სადაც ახლა უკრაინელი ჯარისკაცების ძალიან დაუცველი ჯგუფი რუსებისგან არის გარშემორტყმული" - დონალდ ტრამპი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      შედგება თუ არა შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის - მედიატორი ამერიკა დარწმუნებულია, რომ ფრონტის ხაზზე ცეცხლი 30 დღით შეწყდება, რაც იქნება საწყისი დიდი შეთანხმების.

      ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და, საბოლოოდ, შეთანხმების პროცესს მიჰყვება, რაზეც რუსეთიდან საკმაოდ კარგი სიგნალები მოდის. 

      "ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი ამბები რუსეთიდან. მე ვგრძნობ, რომ რუსეთი ჩვენთან გარიგებას აპირებს, იმედი მაქვს. ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს. უკრაინა ელოდება პასუხს. ძალიან მაწუხებს ბრძოლის ველი, სადაც ახლა არის უკრაინელი ჯარისკაცების ძალიან დაუცველი ჯგუფი, რომლებიც რეალურად არიან რუსებისგან გარშემორტყმული. ეს არ არის კარგი, რადგან ჩვენ არ გვინდა მათი სიკვდილი. ვნახოთ, რა მოხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაგრამ მე მივყვები ცეცხლის შეწყვეტის და, საბოლოოდ, შეთანხმების პროცესს, რაზეც საკმაოდ კარგი სიგნალები მოდის რუსეთიდან", - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

      დღის ამბები