23 მარტი 2025,   15:29
ვრცლად
ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს - ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა - ირაკლი კობახიძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს, ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

      პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

      "მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია და მეამაყება, რომ წელს ამ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი და მინდა ყველას, თქვენ, თქვენს ოჯახებს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა", - განაცხადა პრემიერმა.