
პარლამენტში, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს, პირველად განიხილება "ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე", რომელიც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს ეხება.
სხდომაზე უკვე მოუსმინეს ხარძიანის შვილს, შეხვედრაზე მიწვეულები არიან ხარძიანისა და უდესიანის ადვოკატებიც.
კომისიის წევრების განცხადებით, განიხილება 2011 წელს, ხარძიანის დაპატიმრების, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რასაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება, ოჯახის დატერორება და ბიზნესის წართმევა მოჰყვა.