
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ორ ჟურნალისტს - გულიადა ჭკადუას და ენემეო სიდიანს აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა.
გულიადა ჭკადუა აფხაზეთის თემაზე მრავალი წელია მუშაობს, ენემეო სიდიანი კი აფხაზეთის ქართულენოვან ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა და ომის ამსახველი არაერთი ცნობილი კადრის ავტორია.