23 მარტი 2025,   19:19
ვრცლად
წვევამდელებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადების გავლა დაიწყეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      წვევამდელებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადების გავლა დაიწყეს. პირველ დღეს წვევამდელებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, დაურიგდათ აღჭურვილობა და განთავსდნენ ყაზარმებში, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ.

      საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელები საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან.

      თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის ძალებში.

      დღის ამბები
      მეტი