
This is a modal window.
"გარწმუნებთ, კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, ვერცერთი უწყება ვერ იტყვის იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა შეფასდეს როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში," - ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, ხარძიანთან დაკავშირებით გამართულმა კომისიის სხდომამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე.
"ეს სხდომა, რაც ჩვენ გვქონდა ხარძიანის მაგალითთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას, საზოგადოებას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა ჩვენ საქმე, თუნდაც ის ადვოკატი, რომელმაც კიდევ, მორიგ ჯერზე დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ ამ რეჟიმის დროს ადვოკატები, "თი ბი სი" ბანკის ჩართულობით, რაც ასევე თქვა ბატონმა ბესომ სხდომაზე, რომელიც აძლევდა ციხეში, პატიმრობაში მყოფ ნაწამებ ადამიანს კრედიტს, როდესაც გარეთ მყოფებს არ აძლევდა კრედიტს. ამავდროულად, წამების ის ფაქტები, რაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენ. გარწმუნებთ, რომ კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, რომ ვერცერთი უწყება ვერ იტყვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა შეფასდეს, როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.