27 მარტი 2025,   02:12
ვრცლად
"არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, სურვილის მიუხედავად, არ იქნება" - ნიკა მელია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      6 თვეზე ცოტა მეტი რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე. ვინ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიციიდან? საკითხზე ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა.

      პროცესში მონაწილეობაზე გადაჭრით უარს აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის".

      მათი განმარტებით, თუ აქციების დროს დაკავებულები არ გათავისუფლდებიან და, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მათი პროცესში მონაწილეობა აზრს კარგავს.

      "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური სუბიექტი თავად მიიღებს  გადაწყვეტილებას. 

      "ყველა პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს თავად გადაწყვეტილებას. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, ამ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება. მჯერა, საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

      არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, სურვილის მიუხედავად, არ იქნება. სტატუს-კვო უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ფიქრი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

      პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ვიდრე მკვეთრი ცვლილებები არ იქნება, პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე არ ფიქრობს.

      "ეს არ არის თემა, რომელსაც ვიხილავთ, რადგან ვიდრე არ იქნება მკვეთრი ცვლილებები, როგორც კანონმდებლობაში, ადმინისტრაციის თვალსაზრისით, თუ სახელმწიფოსა და მთელი მექანიზმის ჩარევის თვალსაზრისით, რომ მანიპულაციები იყოს თავიდან აცილებული, ამაზე საუბარი არ არის. საუბარია ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და ამ პირობების მომზადებაზე", - განაცხადა გიგი წერეთელმა.