
This is a modal window.
თევზის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევა აჭარის ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში შესაძლებელი გახდება. პროექტის მიზანი ქვეყანაში აკვა-კულტურის განვითარებაა.
თემის განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ბათუმში, ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.
შეხვედრაზე საუბარი თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.