24 მარტი 2025,   09:54
ვრცლად
რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და "წიწაკის სპრეი" აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - თურქეთში მეოთხე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ანკარა, სტამბოლი, იზმირი - თურქეთში, ათეულობით ათასი ადამიანი ისევ ქუჩაშია. მეოთხე დღეა, აქციის მონაწილეები მოქალაქეები სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ.

      მთელი ღამის განმავლობაში, ქვეყნის ათობით ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე, მომიტინგეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. ბოლო 24 საათში, 343 მომიტინგე დააკავეს.

      მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, "სახალხო რესპუბლიკური პარტია", რომელსაც დაკავებული ეკრემ იმამოღლუ წარმოადგენდა, თავის ძველ ღირსებას და სახეს კარგავს.

      სტამბოლის მერს გამოძიება სწორედ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას, კორუფციას და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. ექრემ იმამოღლუსთან ერთად, პოლიციამ ამავე ბრალდებით კიდევ 106 პირი დააკავა. ამ დრომდე მერი და მისი გარემოცვის წევრები წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. ერდოღანის კონკურენტ რესპუბლიკურ პარტიას, რამდენიმე დღეში, სტამბოლის მერი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატად უნდა წარედგინა.

      ავტორი: თიკო ლობჯანიძე.

      დღის ამბები
      მეტი