
აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი დაიბეჭდება. წიგნში საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის ეთნოგრაფიულად დამახასიათებელი 150-მდე კერძი და ტკბილეული იქნება თავმოყრილი.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წლებში ორი კულინარიული წიგნი "თევზეული ქართულ სამზარეულოში" და "კულინარიული მოგზაურობა აჭარაში" დაბეჭდა. მესამე წიგნი კი დღის სინათლეს წლის ბოლოს იხილავს.