27 მარტი 2025,   06:49
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

      სხდომა 17 აპრილს გაიმართება. პროცესის გადადების მოთხოვნით შუამდგომლობა ბრალდებულ ჩიკვაიძის ადვოკატმა მას შემდეგ დააყენა, რაც სასამართლო პროცესზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, რომ ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება რეკომენდებული არ იყო.

      პროკურორი შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ შემდეგი სხდომა, რომელიც 27 მარტს უნდა გამართულიყო, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებულიყო, სადაც ბრალდებული სხდომაზე დასწრებას შეძლებდა.