30 მარტი 2025,   15:17
ვრცლად
სახლები ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად, მუნიციპალიტეტი მზადაა, დეველოპერებს საკუთრებაში მიწა გადასცეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თბილისის მერიის ახალი შეთავაზება ბიზნესს - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად, მუნიციპალიტეტი მზადაა, დეველოპერებს საკუთრებაში მიწა გადასცეს, თუკი ისინი მინიმუმ 300 ოჯახს ბინებით დააკმაყოფილებენ.

      საუბარია მახათას მთაზე არსებულ 11 ჰექტარზე, რომლის სანაცვლოდ, მერია ბიზნესისგან არანაკლებ 24 100 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართებს ითხოვს, თეთრი კარკასის მდგომარეობით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ საცხოვრებლით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 2 500 ოჯახი დააკმაყოფილა, მათ ნაწილს ბინები უკვე გადაეცა, ნაწილი კი მშენებლობის დასრულებას ელოდება. 

      საცხოვრებელ ფართს კიდევ 700 ოჯახი ელოდება. ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება. შერჩეულია ლოკაციაც. მახათას მთაზე მშენებლობისთვის საჭირო 11 ჰექტარი მიწის ფართობი მუნიციპალიტეტმა უკვე გამოყო.

      დედაქალაქის მერია პროექტს 2017 წლიდან ახორციელებს და სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

      კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა 80-იანი წლებიდან არსებობს. 

      დღის ამბები
      მეტი