
კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში - ამ პროგრამის ფარგლებში, სპეციალური ფორუმი შედგა. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსს "უსაფრთხო თემის" გამარჯვებულები - ორი სათემო ორგანიზაცია, ათი სკოლა და ექვსი საბავშვო ბაღი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საკითხის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებზე.
"საქართველო მაგალითია, რომელსაც უნდა მივბაძოთ, რათა კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საქართველოს პარტნიორი ამ მიმართულებით და მადლობას ვუხდით შვედეთის, შვეიცარიის და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. 154 ფერმერს გადაეცა აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის გაჯეტი, რაც მათ საშუალებას აძლევს, სწორად დაგეგმონ აგროსამუშაოები და თავიდან აირიდონ შესაძლო რისკები. მოსახლეობისთვის ასეთი მონაცემების ხელმისაწვდომობა კი ხელისუფლებას ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში", - აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ნილს ქრისტენსენი.