30 მარტი 2025,   23:04
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მამუკა ხაზარაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სასამართლოში ადვოკატთან ერთად, ცოტახნის წინ მივიდა.

      საქმე ეხება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რისი საფუძველიც პარლამენტში მოქმედი დროებითი საგამოძიებო კომისია და მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა გახდა.

      კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "მაგნატის" საქმის განხილვაზე დაიბარა - ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში, მას ბიზნესი წაართვეს, ეს კი დავით კეზერაშვილის დავალებით და "თი ბი სი" ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით მოხდა.

      თავად ბრალდებების ადრესატები უარყოფენ ბიზნესის წართმევის სქემაში მონაწილეობას, მიმდინარე პროცესებს კი პოლიტიკურ დევნას უწოდებენ.

      "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას ჯემალ ლეონიძესთან კავშირი არ გააჩნია და არც რაიმე სახის საჩივარი მიუღია მისგან 14 წლის განმავლობაში:

      "არანაირი საქმე, მით უმეტეს ნაცნობობა ჯემალ ლეონიძეს ჩემთან არ გააჩნია. არ ვარ მისი კონტრაგენტი. ამ ადამიანთან არაფერი არ მიწარმოებია ან მოლაპარაკების, ან ხელშეკრულების სახით, შესაბამისად 14 წლის განმავლობაში, არ მიმიღია არც ლეონიძისაგან, არც სხვისგან არცერთი საჩივარი, რომ მამუკა ხაზარაძემ ვინმე შეავიწროვა, ან ვინმეს რაღაც წაართვა. ამას გაარკვევს სასამართლო," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

      ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.

      დღის ამბები
      მეტი