
This is a modal window.
სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოების დამატებითი, ახალი ნორმების შემუშავება მიმდინარეობს. დამსაქმებლებმა, მშენებლობაზე დასაქმებულებისათვის საჭირო დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენება უნდა უზრუნველყონ. აუცილებელი ხდება მოწყობილობების პერიოდული შემოწმება.
უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება მხოლოდ სამშენებლო სექტორს არ ეხება და ყველა სფეროს მოიცავს - მათ შორის საწარმოებსაც. კომპანიებისთვის რეგულაციები ახალ რეგლამენტში გაიწერა და დამუშავების პროცესშია. სიახლე, კანონად ქცევამდე ჯანდაცვის სამინისტრომ
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.
შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით მიმდინარეობს. კანონის მიღების შემდეგ, ახალ ნორმების დაცვის მონიტორინგი, შრომის ინსპექციას დაევალება.
ტექნიკური რეგლამენტი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ, მინიმალური მოთხოვნებს მოიცავს. სიახლე სამუშაო სივრცეში არსებული დანადგარის კომპეტენტური პირის მიერ გამოყენებას და დამცავი საშუალებებით აღჭურვის რეგულაციასაც ითვალისწინებს.