08 აგვისტო 2026,   13:59
ვრცლად
თბილისში "არტერია ფესტი" დაიწყო

თბილისში "არტერია ფესტი" დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ქართველი და მოწვეული ჯაზ არტისტების საღამოები, ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ქართული მარნების მიერ წარმოდგენილი ღვინოების პრეზენტაცია.

ფესტივალის ფარგლებში, არაერთი პერფორმანსი და მასტერკლასია დაგეგმილია.

"არტერია ფესტი" ხვალ დასრულდება. ფესტივალის მიზანი ჯაზის ხელშეწყობა და თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერაა.

დღის ამბები