10 აგვისტო 2026,   22:23
ვრცლად
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა - პროკურორი ბადრი ჯაფარიძეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. "ლელოს" ლიდერი "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული.

საქმის პროკურორის, მარიამ მეშველიანის განმარტებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს შეუფარდა გირაო 50 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ გაიზიარა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ასევე, არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი, რაც გულისხმობს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში დევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე კომისიის შესაბამისი ვიდეო ჩანაწერები, ბრალდებულის მოწვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ყველა ის მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ მან უარი განაცხადა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე", - განაცხადა პროკურორმა მარიამ მეშველიანმა.

დღის ამბები