თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. "ლელოს" ლიდერი "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის გირაოს გამოყენებას არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
"ჯერ ერთი, ეს კომისია არის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი, რომელიც ცდილობს გამოიყენოს ვითომდა საგამოძიებო კომისიის პლატფორმა ოპონენტების გასაშავებლად, გასალანძღად, დისკრედიტაციისთვის, ანგარიშსწორებისთვის. ეს არის ვითომდა საგამოძიებო კომისია. რაც შეეხება მიმალვას, არ ვაპირებ არსად წასვლას. შესაბამისად, ვითომდა მიმალვის რისკი არსებობდა, ეს არის სიცრუე. ამიტომ, ცხადია, რომ არ ვეთანხმებით ამ გირაოს გამოყენებას და ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.