13 აგვისტო 2026,   00:38
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებულია

"პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის ჩემპიონია. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევ ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიას, ეს ქართველი ფეხბურთელისთვის პირველი ტიტულია ფრანგულ კარიერაში. ხვიჩა უკვე ორი დიდი საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებულია - იტალიის სერია A-ს მოგების შემდეგ, მან საფრანგეთის ლიგა 1-შიც გაიმარჯვა.

კვარაცხელიამ დღევანდელ მარტში თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, საბოლოო ჯამში კი, მატჩში ანგარიში 55-ე წუთზე კვარაცხელიას გადაცემით გაიხსნა. 

პარიზელებმა 28-ე ტურში "ანჟერს" უმასპინძლეს, მატჩი ანგარიშით 1:0 მოიგეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი მეცამეტედ მოიპოვეს.

დღის ამბები