10 აგვისტო 2026,   12:21
ვრცლად
საკადრო ცვლილებები - აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ბათუმში დღეს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა წარადგინეს

სამართალდამცავ უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება და კარგი მენეჯერის თვისებები - აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ბათუმში, დღეს წარადგინეს. სულხან თამაზაშვილმა თანამდებობა უკვე ოფიციალურად დაიკავა.

აჭარის მთავრობის ახალი მეთაურის წარდგენას ესწრებოდა ყოფილიც. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.

სამომავლო გეგმებზე გააკეთა აქცენტი სულხან თამაზაშვილმა.

12 ხმით დამტკიცებულია აჭარის მთავრობის შემადგენლობაც. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს კენჭი უკვე უყარეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენამდე, პრემიერმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა პაატა სალიას ჩააბარა. მინისტრი ირაკლი კობახიძემ უწყების თანამშრომლებს წარუდგინა და თქვა, რომ სამთავრობო გუნდის ახალი წევრი, პროფესიონალი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტია.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს თბილისის პოლიციის დეპარტამენტსაც. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლაშა გოგნიაშვილი თანამდებობაზე მას შემდეგ დანიშნა, რაც სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა. ლაშა გოგნიაშვილი, რომელსაც ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, თანამშრომლებს ვახტანგ გომელაურმა წარუდგინა.

დღის ამბები