10 აგვისტო 2026,   15:43
ვრცლად
"ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" - თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ სეფიაშვილის საღამო მიმდინარეობს

"ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერა, რომელიც მორის ფოცხიშვილის ლექსზე დაიწერა, 36 წლის შემდეგ, მსმენელისთვის კიდევ ერთხელ აჟღერდა.

უკვე ორი საათია, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ჯემალ სეფიაშვილის საღამო მიმდინარეობს.

კონცერტში, სეფიაშვილის გარდა, მონაწილეობას არაერთი ცნობილი მომღერალი და გუნდი იღებს, საღამოს კი მუსიკალური ორკესტრი აფორმებს, რომელსაც დირიჟორი ნიკოლოზ ნიკვაშვილი ხელმძღვანელობს.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები