თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა. მათ პოლიციელზე თავდასხმა ედებათ ბრალად, სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაიკითხნენ.
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ეს დანაშაული 4-დან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.